იყალთოს მონასტერი მდებარეობს თელავის რაიონში. მისი დაარსება დაკავშირებულია ცამეტი ასურელი მამის ზენონის სახელთან, რომელიც VI საუკუნეში მოღვაწეობდა. VIII-IX საუკუნეში დაარსდა კიდევ ერთი სამების ეკლესია რომელიც აღმოსავლეთით ესაზღვრება ზენონის მიერ დაარსებულ ეკლესიას.
XI-XII საუკუნეში აქ მოღვაწეობდა არსენ იყალთოელი, რომელმაც დაარსა აკადემია. არსენ იყალთოელი ცნობილია, როგორც მეფე დავით აღმაშენებელის აღმზრდელი. ამჟამად აკადემიის მხოლოდ კედლები არის შემორჩენილი- პირველი სართული ორი ოთახით. საუკუნეთა მანძილზე აქ ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, მათემატიკა.
ლეგენდის თანახმად ზენონი და არსენ იყალთოელი იყალთოში არიან დაკრძალულნი.

No comments:
Post a Comment