Monday, 11 November 2013

იყალთოს აკადემიაში შოთა რუსთაველი სწავლობდა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. იგი VI  საუკუნეში დაუარსებია ერთ-ერთ ასურელ მამას, ზენონს. მოგვიანებით, XI-XII საუკუნეებში, ტაძრის ეზოში სასულიერო აკადემია გაუხსნია უდიდეს საეკლესიო მოღვაწეს არსენ იყალთოელს. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები შედარებით გვიანდელი ხ
ანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. გადმოცემების თანახმად, იყალთოს აკადემიაში სწავლობდა შოთა რუსთაველი. 

მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია 3 ეკლესია, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ტაძარი "ღვთაება" (აგებულია ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი).

No comments:

Post a Comment